"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას არ მო­უ­ყე­ნე­ბია იმ­დე­ნი ზი­ა­ნი მგო­ნი, რო­გორც ჩემს ოჯახს ამ მთავ­რო­ბამ მო­უ­ტა­ნა" - რას ამბობს სოსო გოგაშვილის შვილი? - კვირის პალიტრა

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას არ მო­უ­ყე­ნე­ბია იმ­დე­ნი ზი­ა­ნი მგო­ნი, რო­გორც ჩემს ოჯახს ამ მთავ­რო­ბამ მო­უ­ტა­ნა" - რას ამბობს სოსო გოგაშვილის შვილი?

სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლი სოსო გო­გაშ­ვი­ლის შვი­ლი, ნინი გო­გაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მისი მამა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია.

"მა­მა­ჩე­მი არის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მე ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემს მიერ არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბა და სის­ტე­მა, ამას გა­უ­კე­თებ­და ჩემს ოჯახს.

მე ნამ­დვი­ლად ვიბ­რძო­დი 2012 წელს ჩემს ოჯახ­თან ერ­თად, რომ ეს მთავ­რო­ბა მო­სუ­ლი­ყო ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში...

რო­გორც ჩანს, ესე­ნი უა­რე­სებს აკე­თე­ბენ - ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას არ მო­უ­ყე­ნე­ბია იმ­დე­ნი ზი­ა­ნი მგო­ნი, რო­გორც ჩემს ოჯახს ამ მთავ­რო­ბამ მო­უ­ტა­ნა", - აცხდებს ნინი გო­გაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სოსო გო­გაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს.