“აღმოჩნდა ჩემს ხელში ეს სია, დამიდეს და მითხრეს...“ - ის, რაზეც ეკა ბესელიას აქამდე არ უსაუბრია - კვირის პალიტრა

“აღმოჩნდა ჩემს ხელში ეს სია, დამიდეს და მითხრეს...“ - ის, რაზეც ეკა ბესელიას აქამდე არ უსაუბრია

პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში სტუმრად "ბაისთან" იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობისას წააწყდა:

"ყველაზე რთულ პერიოდში თითქმის უარი ვთქვი ჩემს პროფესიაზე და პოლიტიკაში აღმოვჩნდი. ძალიან სასტიი იყო გამოცდა, როდესაც ჩემი ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დაიჭირეს. ეს ჩემთვის პირადად იყო გზავნილი, რომ გაჩერდი, თორემ მძევლებად დარჩებიან. გავიარე უმჯიმესი ორო წელი - ჯოჯოხეთი. ბოლო იყოს ის ისტორია, როცა ონფლიქტში შევედი საკუთარ პარტიასთან, საუთარ თანაგუნდელებთან სასამართლო რეფორმის თემაზე და მაშინ იფიქრეს, ჩემი გაჩერების რა მეთოდი დარჩა გამოუყენებელი. მოდი, ფიზიკურად ან მორალურად გავანადგუროთ... გაავრცელეს ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. არ მიფიქრია, რომ ახლა უნდა აწავიდე და ამით ვუშველო, მაგ დროს ვფიქრობი,ამას გავუძლებ თუ არა ფიზიკურად...მიზანი ყოველთვის მქონდა პროფესიაში...მე ვერ წარმომიდგენია ქვეყანა ფეხზე იდგეს, თუ მას ფუნდამენტში სასამართლო გამართული არ აქვს. საოცრება ის იყო, რომ აღმოვჩნდი ამ პროცესის სათავეში და შემეძლო ჩემი გამბედაობით მიმეყვანა სასამართლოს რეფორმა ბოლომდე, ან ამას ვერასდროს შევძლებდი სხვა დროს. მოხდა ისე რომ, ის ცნობილი 10 კაციანი სია აღმოჩნდა ჩვენს ხელში. ის სია განასახიერებდა მთელი ამ სისტემის ჭაობს. და ყველაფერი ის, რის გამოც წლები ვიბრძოლე მეკარგებოდა... ერთ მხარეს ჩანდა დაპირებული კეთილდღეობა, მეორე მხარეს ეს სია და თუ ამას არ გავაკეთებდი მელოდა ჯოჯოხეთი. მე იმ ღამეს, როდესაც გადაწყვეტილებ აუნდა მიმეღო, არცერთი წამით არ დავუშვი, რომ ეს სია გამომეტანა გარეთ.