"ვკრეფ პოსტს და ვშლი... " - რატომ გადაავადა ბექა ოდიშირიამ ივანიშვილზე წერილის გამოქვეყნება? - კვირის პალიტრა

"ვკრეფ პოსტს და ვშლი... " - რატომ გადაავადა ბექა ოდიშირიამ ივანიშვილზე წერილის გამოქვეყნება?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბექა ოდი­შა­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილს აფა­სებს და ამას­თა­ნა­ვე ამ­ბობს, რომ მა­საც სურ­და წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, თუმ­ცა რო­გორც თვი­თონ­ვე ამ­ბობს, "ნა­მე­ტა­ნი ეპის­ტო­ლა­რუ­ლი" გა­მო­უ­ვი­და.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ლა­პა­რა­კობს, მათ შო­რის, სა­კუ­თარ და გუნ­დის მიღ­წე­ვებ­ზე და მათ შო­რის იმ მიღ­წე­ვებ­ზე, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რა­ტომ წე­რი­ლი? - ორი დღეა მივ­ლი­ნე­ბა­ში ვარ, დი­დად არ ვარ ამა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ვკრეფ პოსტს და ვშლი. გა­ინ­ტე­რე­სებთ რამ მა­ი­ძუ­ლა? - ვი­ღა­ცას ყო­ველ­თვის აძ­ლევს რა­ღაც მო­ტი­ვა­ცი­ას, თო­რემ საქ­მი­ან ადა­მი­ა­ნებს, არა­ვის არ ეხა­ლი­სე­ბა ვრცე­ლი წე­რი­ლე­ბის წერა", - ამ­ბობს ოდი­შა­რია.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას - "თქვენც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე გინ­დო­დათ და­გე­წე­რათ პოს­ტი?" - ოდი­შა­რია ასე პა­სუ­ხობს: "კი ბა­ტო­ნო, არ მო­გა­ტყუ­ებთ. რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გას გა­და­ვა­ხე­დე და ნა­მე­ტა­ნი ეპის­ტო­ლა­რუ­ლი გა­მო­მი­ვი­და და მი­თხრეს, გერ­ჩივ­ნოს, რომ ჩა­მოხ­ვალ მე­რეო", - ამ­ბობს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "ტვ პირ­ველ­თან."

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა 12 ივ­ლისს ვრცე­ლი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და.