ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებებშია აღნიშნული.

უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების უმაღლესი თანამშრომელი „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 47-ე მუხლის“ შესაბამისად გაათავისუფლეს.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსი სიმონენკო დანიშნა.

IPN