"ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ" - ალეკო ელისაშვილი - კვირის პალიტრა

"ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ" - ალეკო ელისაშვილი

სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის სოსო გო­გაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა­ზე დე­პი­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ჩვენ რომ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დეთ, სოსო გო­გაშ­ვილს მექ­რთა­მე­ო­ბის გამო და­ი­ჭერ­დნენ. 2013 წელს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა შემ­წე­ო­ბას იღებ­და და ახლა კი ნა­ხეთ რა­ნა­ირ უშ­ვე­ლე­ბელ სახ­ლში ცხოვ­რობს. ფაქ­ტია, რომ კო­რუფ­ცი­ით შე­ი­ძი­ნა ის ქო­ნე­ბა რაც აქვს. მაგ­რამ და­ი­ჭი­რეს სულ სხვა რა­მის გამო. ესაა სევ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ხეც. კო­რუფ­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არაა. მთა­ვა­რია ვინ­მემ რამე არა­სა­სურ­ვე­ლი არ გა­ავ­რცე­ლოს. ეს მინ­დო­და მეთ­ქვა ბა­ტონ გო­გაშ­ვილ­ზე", - წერს ელი­საშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის სოსო გო­გაშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე დღეს იმ­სჯე­ლებს.

სხდო­მა 13:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი 16 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია.), 157-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 236 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით ოთხი­დან შვიდ წლამ­დე.

ამას­თან პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იო­სებ გო­გაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლი იქნა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, პი­რა­დი და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, ათე­უ­ლო­ბით ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა და უკა­ნო­ნო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.