"ნუთუ, შენს მკვლელებს ბუმერანგივით არ დაუბრუნდებათ ეს ბოროტება..." - რას წერს თამარ ბაჩალეიშვილის დედა შვილის გარდაცვალების 2 წლის თავზე - კვირის პალიტრა

"ნუთუ, შენს მკვლელებს ბუმერანგივით არ დაუბრუნდებათ ეს ბოროტება..." - რას წერს თამარ ბაჩალეიშვილის დედა შვილის გარდაცვალების 2 წლის თავზე

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 2 წელი გა­ვი­და. 23 წლის პროგ­რა­მის­ტი ქალი 2020 წლის 18 ივ­ლისს და­ი­კარ­გა. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ექ­ვსთვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ საქ­მე და­ი­ხუ­რა და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად სუ­ი­ცი­დი და­ა­სა­ხე­ლა. ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თა­მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბით შე­ფუ­თუ­ლი, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა იყო. გარ­დაც­ვლი­ლის დედა თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს.

"დე, ორი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი წელი გა­ვი­და რაც შენი ხმა არ გა­მი­გია და თვა­ლებს არ უნა­ხი­ხარ. ნუთუ, წყე­უ­ლი არ იქ­ნე­ბი­ან შენი მკვლე­ლე­ბი უკუ­ნი­თი-უკუ­ნი­სამ­დე და ბუ­მე­რან­გი­ვით არ და­უბ­რუნ­დე­ბათ ეს ბო­რო­ტე­ბა. მა­პა­ტიე, დე, რომ ვერ და­გი­ცა­ვი ამ სა­ტა­ნის მო­ცი­ქუ­ლე­ბის­გან, მა­პა­ტიე", - წერს თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ბო­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე 2021 წლის მარ­ტში გა­მოჩ­ნდა. მა­შინ თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ თა­მა­რის კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნა უც­ნობ­მა პირ­მა და­ა­ზი­ა­ნა... რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მის დას­რუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოჯახს დღემ­დე არ სჯე­რა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სი­ცო­ცხლე სუ­ი­ცი­დით და­ას­რუ­ლა.