"ძველ ფილმში ნაცვამი თეთრი კაბა" და ცერემონია ლას-ვეგასში: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ - კვირის პალიტრა

"ძველ ფილმში ნაცვამი თეთრი კაბა" და ცერემონია ლას-ვეგასში: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა CNN-თან გა­ნა­ცხა­და, რომ ჯე­ი­ლო და ბენ აფ­ლე­კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­დნენ.

"წყვი­ლი შა­ბათს და­ქორ­წინ­და, ლას ვე­გას­ში"- თქვა წყა­რომ. ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა ინ­ფორ­მა­ცია, მე­ო­რე დღეს­ვე, ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში და­ა­დას­ტუ­რა.

ასე­ვე წე­რი­ლის ბო­ლოს მი­ა­წე­რა: მი­სის ჯე­ნი­ფერ ლინ აფ­ლე­კი.

"წუ­ხელ ვე­გას­ში გა­დავფრინ­დით და 4 სხვა წყვილ­თან ერ­თად ვე­ლო­დით რე­გის­ტრა­ცი­ას. შუ­ა­ღა­მემ­დე ძლივს მი­ვაღ­წი­ეთ თეთრ სა­ქორ­წი­ლო სამ­ლოც­ვე­ლომ­დე. მათ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს და რამ­დე­ნი­მე წუ­თით გვი­ან და­კე­ტეს სამ­ლოც­ვე­ლო, რათა ვარ­დის­ფერ კაბ­რი­ო­ლეტ­ში ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბაც მოგ­ვეს­წრო."

ლო­პეს­მა და­წე­რა, რომ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მას "ძველ ფილმში ნაც­ვა­მი კაბა" ეცვა, აფ­ლეკ­მა კი თა­ვი­სი­ვე გარ­დე­რო­ბი­დან აარ­ჩია პი­ჯა­კი.

"ჩვე­ნი­ვე და­წე­რი­ლი ტექ­სტი წარ­მოვ­თქვით და ბეჭ­დე­ბი გავცვა­ლეთ, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გვე­კე­თე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ეს სა­უ­კე­თე­სო ქორ­წი­ლი იყო, რაც კი წარ­მოგ­ვედ­გი­ნა." გააგრძელეთ კითხვა