"ბრალს მიყენებენ იმის გამო, რომ რუსეთის ჯაშუში ვამხილე"
იდიოტის ნაცვლად ვიხმარ სიტყვა „იმნაირს“. ეს იმნაირი ხალხი იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებენ ჩემზე, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ამ ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო - ეს არასწორი მოქმედებაა, ეს ჩემი შეურაცხყოფაა, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი დაკავების სპეცოპერაციის დეტალები აღწერა.
„დღეს ისტორიული ფაქტის მომსწრე ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სუს-ი და ბრალდებას უყენებს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების, ოღონდ რუსეთის სპეცსამსახურების, აგენტების ჩივილის შედეგად და ამაში უნდათ, რომ სასამართლო ჩართონ და სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინონ.
მე ვიცე-პოლკოვნიკს ჩემი ქვეყანა ბრალს მიყენებს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში,“ - განაცხადა სოსო გოგაშვილმა პროცესზე.
IPN