გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება - კვირის პალიტრა

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ “საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში „ტვიტერი“ დაწერა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ.

გახარიას თქმით, სჯერა, რომ ევროკომისია გვერდით დაუდგება საქართველოს, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა.

“მე მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი”,- აღნიშნავს გახარია Twitter-ზე.