"გა­მო­ჩე­ნი­ლი ჩემ­პი­ო­ნის ღირ­სე­უ­ლი მემ­კვიდ­რეა" - რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭზე? - კვირის პალიტრა

"გა­მო­ჩე­ნი­ლი ჩემ­პი­ო­ნის ღირ­სე­უ­ლი მემ­კვიდ­რეა" - რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭზე?

იტა­ლი­ურ "ნა­პო­ლი­ში" გა­და­სულ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ჯერ "ანა­ნუ­იას­თან" გა­მო­ი­ჩი­ნა თავი და სა­გო­ლე გა­და­ცე­მას­თან ერ­თად ორი გო­ლიც მი­ით­ვა­ლა, ხოლო შემ­დეგ, უფრო ძლი­ერ მე­ტო­ქეს­თან, "პე­რუ­ჯას­თან" გა­ი­ტა­ნა გოლი.

ხვი­ჩამ ყო­ველ­გვა­რი კომ­პლექ­სის გა­რე­შე დაძ­ლია ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი და ყვე­ლას აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი

ტრი­ბუ­ნე­ბი ქარ­თვე­ლის გვარს უკვე შეც­დო­მის გა­რე­შე სკან­დი­რებ­და და საქ­მეს ისე­თი პირი უჩანს, რომ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი უთუ­ოდ გახ­დე­ბა ნე­ა­პო­ლე­ლი ტი­ფო­ზე­ბის კერ­პი.

არა­და, რუ­სუ­ლი მე­დია ისეთ შე­მაშ­ფო­თე­ბელ პროგ­ნო­ზებს აკე­თებ­და, თით­ქოს იქ და­ი­ჩაგ­რე­ბო­და და ჯო­ჯო­ხე­თი ელო­და.

იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა, Tuttomercatoweb-ი წერს, რომ ხვი­ჩამ ყვე­ლა მო­ხიბ­ლა - "ლო­რენ­ცო ინ­სი­ნი­ეს­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა უკვე ნაკ­ლე­ბად მძი­მეა, ვიდ­რე ეს რამ­დე­ნი­მე თვის წინ გვე­გო­ნა. "პე­რუ­ჯას­თან" სცე­ნა­ზე ისევ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გა­მო­ვი­და და თა­ვი­სი ნიჭი კი­დევ ერთხელ წარ­მო­ა­ჩი­ნა. გვაჩ­ვე­ნა ფარ­თო რე­პერ­ტუ­ა­რი: აჩ­ქა­რე­ბე­ბი, სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბე­ბი და დი­ა­დი ფეხ­ბურ­თე­ლის გა­და­ცე­მე­ბი. მას აქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი უნა­რე­ბი და გა­მო­ჩე­ნი­ლი ჩემ­პი­ო­ნის ღირ­სე­უ­ლი მემ­კვიდ­რეა", - წერს გა­მო­ცე­მა.