დააკავეს პირი, რომელმაც კაცი მოკლა, ავტომობილში მგზავრის სავარძელზე ჩასვა, საჭესთან თავად დაჯდა, მანქანა ხევში გადააგდო, სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა - კვირის პალიტრა

დააკავეს პირი, რომელმაც კაცი მოკლა, ავტომობილში მგზავრის სავარძელზე ჩასვა, საჭესთან თავად დაჯდა, მანქანა ხევში გადააგდო, სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა

პო­ლი­ცი­ამ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა - და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის და ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ც. და­ა­კა­ვეს.

მას ბრა­ლად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა ედე­ბა. უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ლისს, ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს, ნაც­ნობს - 1982 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ა.-ს, რო­მე­ლიც თა­ვის კუთ­ვნილ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით თა­ვის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ვ.ც.-მ, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ა­წყო. კერ­ძოდ, გარ­დაც­ვლი­ლი მძღო­ლი მგზავ­რის სა­ვარ­ძელ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა, მისი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან თა­ვად დაჯ­და, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი ხევ­ში გა­და­აგ­დო, შემ­დეგ სა­ლონ­ში ცე­ცხლი გა­ა­ჩი­ნა და მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ჩამ­დე­ნი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მა­ლე­ვე მო­ახ­დი­ნეს და ვ.ც. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინტერპრესნიუსი"