არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა

თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა.

პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული.

IPN