"გაზპრომმა" და ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ 40 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი - კვირის პალიტრა

"გაზპრომმა" და ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ 40 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ (NIOC) და რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ღირებულება დაახლოებით 40 მილიარდი დოლარია, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ქიშისა და ჩრდილოეთ ფარსის გაზის საბადოების განვითარებას, სამხრეთ ფარსუს საბადოზე წნევის გაძლიერებას, ნავთობის 6 საბადოს განვითარებას, გაზისა და პროდუქტების გაცვლა, თხევადი ბუნებრივი გაზის პროექტების დასრულებას, გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობა და სხვა სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ონლაინ ცერემონიაზე ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტეჰმერმა და "გაზპრომის" მართვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვიტალი მარკელოვმა.