ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ის „სერიოზული საპასუხო ზომებით“ დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა - კვირის პალიტრა

ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ის „სერიოზული საპასუხო ზომებით“ დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა

ჩინეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს სერიოზული საპასუხო ზომებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ჟაო ლიჟიანის განცხადებით, პელოსის ვიზიტი მოახდენს გავლენას ჩინურ -ამერიკულ ურთიერთობებზე.

„ჩინეთი ცალსახად გამოდის ამის წინააღმდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოახდენს სერიოზულ გავლენას ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძველზე. თუ ამერიკის შეერთებული შტატები იმ აზრზე დარჩება, რომ მცდარი გზით წავიდეს, ჩინეთი მიიღებს გადამწყვეტ ზომებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. აქედან გამომდინარე შედეგი ამერიკის კისერზე იქნება", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

IPN