"იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში არას­დროს არ არის ნამ­ყო­ფი!" - რას წერს გოგაშვილის შვილი ინფორმაციაზე, რომ მამამისი უკრაინაში გია ლორთქიფანიძეს შეხვდა? - კვირის პალიტრა

"იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში არას­დროს არ არის ნამ­ყო­ფი!" - რას წერს გოგაშვილის შვილი ინფორმაციაზე, რომ მამამისი უკრაინაში გია ლორთქიფანიძეს შეხვდა?

სუს-ის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ნინი გო­გაშ­ვი­ლი ტყუ­ილს უწო­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სოსო გო­გაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს შეხ­ვდა.

რო­გორც გო­გაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, მა­მა­მი­სი უკ­რა­ი­ნა­ში ნამ­ყო­ფიც არ არის.

"იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში არას­დროს არ არის ნამ­ყო­ფი! ვინც ამ ტყუ­ილს ავ­რცე­ლებთ, ამო­ი­ღეთ სა­ზღვრის კვე­თის დო­კუ­მენ­ტე­ბი! სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნუ ატყო­ბი­ნებთ, რომ ნდო­ბა ჰქონ­დეთ ადა­მი­ა­ნებს თქვენს მი­მართ.

როცა არ გაქვთ ფაქ­ტე­ბი და ჭო­რებს ავ­რცე­ლებთ, ეს არის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა? გთხოვთ, პა­ტი­ვი ეცით თქვენს თავს და თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას.სა­ბედ­ნი­ე­როდ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს არ ეხე­ბა ეს და მად­ლო­ბა მათ, ვინც ამ რთულ პე­რი­ოდ­შიც კი ინარ­ჩუ­ნებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და არ ავ­რცე­ლებს გა­და­უ­მოწ­მე­ბელ და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას" - წერს ნინი გო­გაშ­ვი­ლი.