"პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ამ სფეროში საკმაოდ ჩართული ვიყავი" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ამ სფეროში საკმაოდ ჩართული ვიყავი"

"...ქალებს ბევრად მეტი შემოსავალი სჭირდებათ, ვიდრე კაცებს"

ნინი გრძელიშვილი, რომელიც საზოგადოებამ მოდელის ამპლუაში გაიცნო, მიიჩნევს, რომ აუცილებელი არაა, უნივერსიტეტში განათლება ყველამ მიიღოს: ვინმეს ხათრით სწავლას და დიპლომების შინ დაწყობას, ჯობია, ადამიანი ისეთ ხელობას დაეუფლოს, რაც ნამდვილად აინტერესებს. მოდელობის გარდა, თავად ნინი რას საქმიანობს, როგორ ანაწილებს საკუთარ შემოსავალს და რა პრობლემებს ხედავს დასაქმების სფეროში, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

nini-grzelishvili-1-1658304274.jpg

"დედისერთა ვარ. ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომ 15 წლამდე მეგონა, დედამიწა ჩემ ირგვლივ ბრუნავდა. ჩემთვის "მინდა" ყოველთვის საკრალური სიტყვა იყო: ვიტყოდი, - მინდა-მეთქი და მორჩა! არასოდეს მიკითხავს, საიდან, როგორ ვიღებდი სასურველს. ამიტომ საკმაოდ გვიან მივხვდი, რომ ყველაფერი მხოლოდ "მინდაზე" დამოკიდებული არ ყოფილა..."

nini-grzelishvili-2-1658304245.jpeg

"პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ამ სფეროში საკმაოდ ჩართული ვიყავი. მართალია, არც ერთ პარტიაში გაწევრებული არ ვარ, მაგრამ მგონია, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად რთულია, აპოლიტიკური იყო. ჩვენი სოციალური ცხოვრებაც და საერთოდ, ყველაფერი ისეთი პოლიტიზებულია, რომ ვფიქრობ, გამიჯვნა რთულია..."

nini-grzelishvili-1658304193.jpeg

"თანხა ავტომობილის ცვლაში არ მენანება (იცინის). ზოდიაქოს მიხედვით, სასწორი ვარ. ყველაფერი ძალიან მარტივად მბეზრდება, მათ შორის - მანქანაც. წელიწად-ნახევრის განმავლობაში, უკვე მესამე ავტომობილი მყავს. შემიძლია, ვთქვა, რომ მანქანების ცვლაში ფული და ენერგია არ მენანება, განსაკუთრებით - ენერგია, რადგან ავტომობილის გაყიდვა საკმაოდ დამღლელია, შემდეგ - ახლის არჩევა, ყიდვა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 21 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი