"ეს ვიდეო რეანიმაციაშია ჩაწერილი... დავალიანების გამო 10 დღეა, რაც პალატაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ისევ გაუარესდა" - კვირის პალიტრა

"ეს ვიდეო რეანიმაციაშია ჩაწერილი... დავალიანების გამო 10 დღეა, რაც პალატაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ისევ გაუარესდა"

ისრაელში მცხოვრები ქართველი თეა ცხადაძე შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

"მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, მსოფლიოში მიმოფანტულო ქართველო ემიგრანტებო, დიდი მადლობა ყველას გვერდზეე დგომისთვის.

დათი გვპირდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თქვენი მადლიერია.

ეს ვიდეო რეანიმაციაში როცა იმყოფებოდა, მაშინ არის ჩაწერილი. საავადმყოფოში დავალიანების გამო 10 დღეა, რაც გადაიყვანეს პალატაში და ისევ გაუარესდა მისი მდგომარეობა, ისევ ახალ ინფექციას ვებრძვით, გუშინაც მაღალი სიცხე ჰქონდა - 39,2.

ძალიან გთხოვთ ისევ გავერთიანდეთ, მისთვის თითოეული ლარი, დოლარი, ევრო თუ შეკელი მნიშვნელოვანია. უფალმა დაგლოცოთ, თქვენი სიკეთე არ დაიკარგება" - წერს ისრაელში მცხოვრები ქართველი თეა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

დათის დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

შეგახსენებთ, 31 მარტს თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად 8 წლის დათი ქოქრაშვილი მძი­მედ და­შავ­და. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ბავ­შვი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, შემ­დეგ კი ოჯახ­მა ის­რა­ელ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.