ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე "ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ - კვირის პალიტრა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე "ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“

სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, რეიტინგულიდა მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტია დღეს საქართველოში. KIU-მ სტუდენტებისპირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო და მცირე დროში შეძლო სახელმწიფოუნივერსიტეტების რეიტინგის სათავეშიც მოქცეულიყო (2021 წლის ერთიანი ეროვნულიგამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით). საინტერესო და შთამბეჭდავიაის შეფასებები, რაც ევროპელი პარტნიორების მიერ არაერთხელ დაფიქსირდა KIU-ს შესახებ.2021 წლის მონაცემებით KIU მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მიერაღიარებული იქნა, როგორც ყველაზე მზარდი და პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბირეგიონში.მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მიმდინარე წელს KIU კიდევ ერთსიახლეს გვთავაზობს და აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე„ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (Finance and Information Management - FIM).აღსანიშნავია, ხომ FIM პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს ТUM-ის ბაზაზე შეიქმნა,2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში სამაგისტრო პროგრამების ყველაზე უფრო ცნობილგერმანიის სარეიტინგო სისტემაში (CHE Master Ranking) ნომერ პირველ პროგრამადდასახელდა, ყველა კატეგორიაში.პროგრამის ხელმძღვანელი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUМ)ფინანსური მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუდიზაგსტია (Rudi Zagst), რომელიც აღნიშნული პროგრამის შემქმნელი დაგანმახორციელებელია TUM-ში. პროგრამას ასევე ჰყავს თანა ხელმძღვანელი -ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის და მენეჯმენტისსაბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი - ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი.ორწლიანი (120 კრედიტიანი) პროგრამის მიზანია ფინანსებისა და ინფორმაციულიმენეჯმენტის სფეროში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და უკვეპრაქტიკოს მენეჯერებში იმ ცოდნის გაღრმავება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს

f1-1658328955.jpg

დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი სხვადასხვასექტორში.განსხვავებული და სპეციფიურია თავად ის კონცენტრაციები, რასაც FIM პროგრამა მოიცავს.კერძოდ: რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF) ფინანსური მართვა (Financial Management – FM) ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია - (Business and InformationSystems Engineering – BISE)პროგრამაში ჩართულია საერთაშორისო აკადემიური პერსონალი, რომლებიც FIM პროგრამასმიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში და სხვაინსტიტუციებში ახორციელებენ.FIM-ის პროგრამა მდიდარია ისეთი სასწავლო კურსებით, როგორებიცაა:ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია (Blockchain Based Systems Engineering),საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური შემოწმება და აუდიტი (IT DueDiligence & Audit), ფინანსური ეკონომეტრიკა (Financial Econometrics),მანქანათმცოდნეობა (Маchine Learning), ციფრული შეფერხება, ინოვაცია დატრანსფორმაცია (Digital Disruption, Innovation and Transformation) და სხვა. პროგრამაგანხორციელდება ინგლისურ ენაზე.

რა კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს FIM პროგრამა?მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც FIM პროგრამისკურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს იმსექტორების ჩამონათვალია, რომლებიც ყველაზე მეტად მოთხოვნადი დამაღალანაზღაურებადი იქნება უკვე 2030 წლისთვის. ეს სექტორებია: ფინანსურისექტორი; სტარტაპები, განსაკუთრებით ე.წ. ფინ-ტექ სექტორი (FinTech) დასადაზღვევო-ტექ (Insurе-Tech) კომპანიები; სადაზღვევო კომპანიები; საინვესტიციოკომპანიები; საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალიზირდებიანციფრული ფინანსური სერვისების კონსულტაციაზე, კონცეპტუალური პროგრამულიუზრუნველყოფის დიზაინსა და განვითარებაზე; ჯანდაცვა და ფარმაცევტულისექტორი; კომპიუტერული და მონაცემთა მეცნიერების სექტორი;მულტინაციონალური კომპანიები დისტრიბუციასა და წარმოების სექტორებში. FIMპროგრამის კარიერული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიცავს ყველა სექტორს,სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია.რა არის პროგრამის საფასური და თუ არის შესაძლებლობა სტუდენტმა მოიპოვოსდაფინანსება?

f2-1658329023.jpg

პროგრამის ყოველწლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 12,250ლარს შეადგენს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი 7,000 ევროს. აღნიშნულ თანხაში შედის: სწავლის საფასური, თბილისი-ქუთაისი-თბილისისტრანსპორტირება, KIU შიდა საუნივერსიტეტო შატლები, KIU მისასალმებელი ნაკრებილეპტოპით (საჭიროების შემთხვევაში, KIU– სგან უფასოდ შეიძლება ლეპტოპისმიღება 2 წლის ვადით პროგრამის განმავლობაში), KIU ელ.ფოსტა, Office365, KIUკორპორატიული ნაკრები, KIU LMS– ზე წვდომა, ონლაინ ბიბლიოთეკა და ა.შ.საუკეთესო კანდიდატებს, ვინც პროგრამაზე ჩააბარებს, უნივერსიტეტი სწავლისდაფინანსებას სთავაზობს. დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების დაშესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. დაფინანსებაგანხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში,კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულებისგათვალისწინებით. პროგრამის და გრანტების შესახებ დეტალები იხ. აქ

(R)