"მეტის ღირსი არც ხარ, დარჩი მანდ" - მეგი გოგიტიძე კონცერტს მოსკოვში გამართავს - კვირის პალიტრა

"მეტის ღირსი არც ხარ, დარჩი მანდ" - მეგი გოგიტიძე კონცერტს მოსკოვში გამართავს

ბა­თუ­მე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მეგი გო­გი­ტი­ძე 6 აგ­ვის­ტოს Fantomas Rooftop-ში, "მოს­კო­ვის გულ­ში", რო­გორც მას რუ­სუ­ლი მე­დია უწო­დებს, კონ­ცერტს გა­მარ­თავს. ქარ­თველ მომ­ღე­რალს ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ ერთი კონ­ცერ­ტი აქვს და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც სოჭ­ში, 29 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა.

რუ­სულ ვებგ­ვერ­დზე, სა­დაც მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტის ანონ­სია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, წე­რენ, რომ უნი­კა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი "ერ­თგვა­რი ფე­ნო­მე­ნია" მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში. "ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­სის გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ნა­ზა­ვი, მე­ლო­დი­უ­რო­ბა და გულ­წრფე­ლი პო­ე­ტუ­რი სტრი­ქო­ნე­ბი, რო­მე­ლიც მორ­გე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბა­ზე", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

megigogitidze1-1658341659.png

მე­გის პო­პუ­ლა­რო­ბა რუ­სეთ­ში სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბა, მან უკვე მო­ა­ხერ­ხა რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტის ანშლა­გით გა­მარ­თვა მოს­კოვ­სა და პე­ტერ­ბურ­გში რუ­სუ­ლი მე­დია ასე­ვე წერს, რომ გო­გი­ტი­ძეს გზა ოჯა­ხის მე­გო­ბარ­მა ზუ­რაბ წე­რე­თელ­მა გა­უკ­ვა­ლა და პრე­ჩის­ტენ­კა­ზე სა­კუ­თარ გა­ლე­რე­ა­ში პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად დარ­ბა­ზიც კი გა­მო­უ­ყო. გო­გი­ტი­ძე რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თა­ნაც მე­გობ­რობს.