"ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე" - იტალიაში წარმატებული ინანო მუშკუდიანი კარიერასა და ცნობილ ოჯახზე - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე" - იტალიაში წარმატებული ინანო მუშკუდიანი კარიერასა და ცნობილ ოჯახზე

ინა­ნო მუშ­კუ­დი­ა­ნი იტა­ლი­ა­ში ინ­დუსტრი­უ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და ინ­ტე­რი­ე­რის არ­ქი­ტექ­ტო­რია. ამ­ჟა­მად ერთ-ერთ წამ­ყვან კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს. უცხო ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი გო­გო­ნა საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­და­ნაა. ის ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის თე­მურ ჩხე­ი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი და მსა­ხი­ობ ეკა ჩხე­ი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. ინა­ნო პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ურ­ბის, მაგ­რამ ამ­ჯე­რად გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა და იტა­ლი­ი­დან ვრცლად გვე­სა­უბ­რა:

- ისეთ ოჯახ­ში და­ი­ბა­დეთ და გა­ი­ზარ­დეთ, სა­დაც ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევ­რს კულ­ტუ­რის სფე­რო­ში უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი. რო­გო­რი იყო თქვე­ნი ბავ­შვო­ბა ასეთ გა­რე­მოც­ვა­ში - ჰობი, მის­წრა­ფე­ბე­ბი, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა?

- ხე­ლო­ვან­თა ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე და ხე­ლოვ­ნე­ბით არის ჩემი ცხოვ­რე­ბა მო­ცუ­ლი... ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და მის­წრა­ფე­ბა, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან, სწო­რედ ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. მა­გა­ლი­თად, მუ­სი­კა ჩემი ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ნა­წილს შე­ად­გენს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს. ეს გრძნო­ბა ჩემ­ში ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. დე­და­ჩე­მის დედა, ლალი გურ­გე­ნი­ძე, მე­ვი­ო­ლი­ნეა, მის კვალს გაჰ­ყვა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემი დე­ი­დაც, თე­ო­ნა ჩხე­ი­ძე, რო­მე­ლიც დღეს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ვი­ო­ლი­ნეა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში. ის წლე­ბია გერ­მა­ნი­ა­სა და ავ­სტრი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს. ამას იმი­ტომ ვყვე­ბი, რომ და­ბა­დე­ბი­დან კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ფონ­ზე ვიზ­რდე­ბო­დი, სულ მცი­რე იმის გამო, რომ დე­ი­და­ჩე­მი ძა­ლი­ან ბევ­რს მე­ცა­დი­ნე­ობ­და... მე­ო­რეს მხრივ მა­მა­ჩე­მის მამა, თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ა­ნი, ოპე­რის მომ­ღე­რა­ლია და ალ­ბათ სის­ხლშიც მი­რე­ვია მუ­სი­კის მი­მართ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრის სურ­ვი­ლი რომ გა­მოვ­თქვი და მერე მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დიც და­ვამ­თავ­რე. პა­რა­ლე­ლუ­რად, მაკა მა­ხა­რა­ძის სა­ბა­ლე­ტო სტუ­დი­ა­ში დავ­დი­ო­დი და ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი.

ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და აღ­ტა­ცე­ბით მახ­სენ­დე­ბა სპექ­ტაკ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ­დი... პირ­ვე­ლად მა­შას როლი მერ­გო "მაკ­ნა­ტუ­ნა­ში", რო­მე­ლიც თა­მაზ ვა­შა­კი­ძის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ით და­იდ­გა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ის ქა­ო­სი და უს­წრა­ფე­სი გუ­ლის­ცე­მა, პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ რომ ვიგ­რძე­ნი. სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბამ­დე კუ­ლი­სებ­ში დედა უკან მედ­გა, თა­ვი­სი პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლო "რი­ტუ­ა­ლი" გა­მა­კე­თე­ბი­ნა, სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ, რომ ყვე­ლა­ფერს კარ­გად ჩა­ევ­ლო და გა­მიშ­ვა. ამას მოჰ­ყვა "მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვი", გას­ტრო­ლე­ბი მოს­კოვ­ში… მახ­სოვს, იმ დროს და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცო­დი, რომ ბა­ლეტს გავ­ყვე­ბო­დი.

chxeidze-1658386093.jpg

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­მა­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბით, (რო­მე­ლიც არ­ქი­ტექ­ტო­რია), ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ. შე­სა­ბა­მი­სად, მხატ­ვრო­ბაც ჩემი ცხოვ­რე­ბის უდი­დეს ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. ხატ­ვა ყო­ველ­თვის სა­ოც­ნე­ბო პრო­ფე­სი­ა­სა და ჰობს შო­რის მერ­ყე­ობ­და. თუმ­ცა უნდა ვა­ღი­ა­რო: ჩაბ­ნე­ლე­ბულ ცა­რი­ელ პარ­ტერ­ზე, ბჟუ­ტუ­რა პა­ტა­რა ნა­თუ­რით გა­ნა­თე­ბულ, კუ­ლი­სე­ბის­კენ მი­მა­ვალ შავ ლა­ბი­რინ­თებ­ზე, საგ­რი­მი­ო­როს ფუს­ფუს­ზე და სცე­ნის პარ­კე­ტის ჭრა­ჭუნ­ზე დიდი პო­ე­ზია და მის­ტი­კა ჩემ­თვის დღემ­დე ცოტა რა­მეს აქვს. როცა შე­მეძ­ლო, სულ ვეს­წრე­ბო­დი რე­პე­ტი­ცი­ებს. სპექ­ტაკ­ლებს იმ­დენ­ჯერ ვნა­ხუ­ლობ­დი, სა­ნამ ყვე­ლა სცე­ნას და რეპ­ლი­კას ზე­პი­რად არ ვის­წავ­ლი­დი... იყო პე­რი­ო­დი, უმე­ტეს დროს თე­ატ­რში ვა­ტა­რებ­დი, ან უბ­რა­ლოდ ახლა მახ­სენ­დე­ბა ასე, რად­გან ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შთამ­ბეჭ­და­ვი ცოტა რამ ხდე­ბო­და ჩემს გარ­შე­მო. რე­ა­ლუ­რად მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ფიქ­რი მარ­ტო მა­შინ და­ვი­წყე, რო­დე­საც დათო საყ­ვა­რე­ლი­ძემ სპექ­ტაკლში და­მა­კა­ვა. ეს იყო პი­ე­სა, სა­ხელ­წო­დე­ბით "სახ­ლი სა­ზღვარ­ზე", რო­მე­ლიც ერთი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ა­ზეა და მე უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის როლი მერ­გო. ხმის ამო­ღე­ბა დი­დად არ მე­ვა­ლე­ბო­და, მხო­ლოდ ხა­სი­ათ­ში უნდა მე­თა­მა­შა, ეს ჩემი დიდი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მე­გო­ნა...

- ქალ­ბა­ტო­ნი ეკა შე­უ­და­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ალ­ბათ ბევ­რს დები ჰგო­ნი­ხართ... რო­გო­რია თქვე­ნი დედა-შვი­ლო­ბა?

- დედა ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. ეს ყო­ველ­თვის ასე არ იყო და საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გვქონ­და კლა­სი­კუ­რი დედა-შვი­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ შე­იც­ვა­ლა ეტა­პობ­რი­ვად, რო­დე­საც გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. იქ თან­და­თა­ნო­ბით ვიგ­რძე­ნი, რომ ჩვე­ნი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ამ ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­ქმა იც­ვლე­ბო­და. დღეს ეკა ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, ასი პრო­ცენ­ტით გულ­წრფე­ლი და თა­ნას­წო­რი დი­ა­ლო­გი გვაქვს ყო­ველ ჯერ­ზე ერ­თმა­ნეთ­თან. ეკას ისე­თი ხა­სი­ა­თი აქვს, რომ უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ყოფ­ნის "დის­კომ­ფორ­ტს" ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს არა­სო­დეს გა­უ­ჩენს, ამი­ტომ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი დედა-შვი­ლურს დიდი ხა­ნია სცდე­ბა და ბო­ნუ­სად მე­გობ­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლიც ემა­ტე­ბა. გააგრძელეთ კითხვა