"8 აგვისტომდე 2 დღით ადრე რუსებს რომ უმართავ ტაშ-ფანდურს, რა გგონია, უკან დაბრუნებულს ტაშით შემოგეგებებიან მგლოვიარე დედების ქვეყანაში?" - რას წერს დომენიკ მანგო? - კვირის პალიტრა

"8 აგვისტომდე 2 დღით ადრე რუსებს რომ უმართავ ტაშ-ფანდურს, რა გგონია, უკან დაბრუნებულს ტაშით შემოგეგებებიან მგლოვიარე დედების ქვეყანაში?" - რას წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი - დომენიკ მანგო მომღერალ მეგი გოგიტიძის მიერ დაანონსებულ მოსკოვურ კონცერტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას არაერთ პოსტში აკრიტიკებს საკმაოდ მწვავედ.

"Megi Gogitidze / Меги Гогитидзе შენ მაჩანჩალა ქალო, მოსკოვებში რომ მიდიხარ, უკან ვის იტოვებ რატომ არ დაფიქრებულხარ?

8 აგვისტომდე 2 დღით ადრე რუსებს რომ უმართავ ტაშ-ფანდურს, რა გგონია, უკან დაბრუნებულს ტაშით შემოგეგებებიან მგლოვიარე დედების ქვეყანაში, რომლთა შვილებიც კონდახებით და ხერხემლის მალებზე ხტუნვით აწამეს რუსებმა?

შენ მაჩანჩალა ქალო, რად გიღირს ეგ ფული, რომ შენი სამშობლოს ღირსებას ფეხით თელავ გლოვის დღემდე ორი დღით ადრე? რად ღირს შენი სამშობლო, რომ ფულში ცვლი მას?! შენ აქ აღარავინ მოგისმენს, ამიტომ დარჩი იქ. კარგიც არის, ყველა მედროვე თუ გადასახლდება იქ - ნაკლები ლაჩარი დაგვრჩება აქ!" - წერს მანგო.

ცნობისათვის, მეგი გოგიტიძის ბათუმში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა - Sector 26-მა ამ ფორმით "უპასუხა" მომღერალს...