"დროს ფუჭად ვერ დავკარგავ, ხომ ვიცით, რომ ეს შეხვედრები ფიასკოთი დასრულდება" - კვირის პალიტრა

"დროს ფუჭად ვერ დავკარგავ, ხომ ვიცით, რომ ეს შეხვედრები ფიასკოთი დასრულდება"

გულწრფელად გეტყვით, დროს ფუჭად ვერ დავკარგავ - ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს შეხვედრები ფიასკოთი დასრულდება, - ასეთია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პასუხი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ პროცესში ჩართვაზე.

როგორც ვაშაძემ განმარტა, ისინი პარლამენტის რეგლამენტითა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროცესში ჩაერთვებიან, რაც მისივე თქმით, არის პლენარული სხდომის გახსნა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა.

„ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან კარგად იგებენ. არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობას "სტრატეგია აღმაშენებელი" არ აპირებს. წინასწარ ვიცით, რომ ეს უშედეგოდ დასრულდება. გარდა ამისა, "ქართულმა ოცნებამ" წინაპირობები დააყენა - ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს დეოლიგარქიზაცია არ ეხება, დეპოლარიზაცია არის ოპოზიციის გაჩუმება, სასამართლოში კლანი არ გვაქვს. გამომდინარე აქედან, ყველაფერი ცხადია. მივესალმები, რომ შეხვედრებში არასამთავრობო სექტორი მონაწილეობს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

IPN