"დიდი ხანია არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან - მასზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია" - კვირის პალიტრა

"დიდი ხანია არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან - მასზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია"

"არ­ცერთ შეხ­ვედ­რა­ზე შან­ტა­ჟი არას­დროს გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტის მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა.

ამას­თან, ელ­ჩის თქმით, ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "დიდი ხა­ნია“ არ შეხ­ვედ­რია.“ეს კი­თხვა სამ­შა­ბათ­საც და­მის­ვეს, თუმ­ცა არ მქონ­და მა­შინ წა­კი­თხუ­ლი ეს კო­მენ­ტა­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ შე­კი­თხვა­ზე მა­შინ ვერ გავ­ცემ­დი პა­სუხს. ახლა გა­ვე­ცა­ნი და გი­პა­სუ­ხებთ.

საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია არ მქო­ნია შეხ­ვედ­რა ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილ­თან. ამ ორ წე­ლი­წად ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ, როცა კი მქონ­და მა­ნამ­დე მას­თან შეხ­ვედ­რე­ბი, მას ყო­ველ­თვის ვარ­წმუ­ნებ­დი აშშ-ს სრულ მხარ­და­ჭე­რა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ და ასე­ვე მზა­ო­ბა­ზე, რომ ვი­მუ­შა­ოთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან ქვეყ­ნის ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. არ­ცერთ ასეთ შეხ­ვედ­რა­ზე მე მას­ზე ჟან­ტა­ჟი არას­დროს გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს”, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

დეგ­ნა­ნის თქმით, მას­სა და ივა­ნიშ­ვილს შო­რის გა­მარ­თულ არ­ცერთ შეხ­ვედ­რას დე­პუ­ტა­ტი ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი არ დას­წრე­ბია და ის მას პი­რა­დად არც კი იც­ნობს. “პარ­ლა­მენ­ტის ამ წევ­რს, რო­მე­ლიც ამა­ზე სა­უბ­რობს ყო­ველ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე, პი­რა­დად არ ვიც­ნობ. არ ვიცი, რა­ტომ ამ­ბობს ამას, რად­გან ის არ­ცერთ ამ შეხ­ვედ­რას არ დას­წრე­ბია”, - დას­ძი­ნა დეგ­ნან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სულ­მა დე­პუ­ტატ­მა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "კი­თხვა ჩნდე­ბა, ხომ არ ყო­ფი­ლა შეხ­ვედ­რა კელი დეგ­ნან­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ? - იყო ამა­ზე სა­უ­ბა­რი კა­ბი­ნე­ტებ­ში, რა­ღაც შეხ­ვედ­რე­ბი არ­სე­ბობ­და“.

"ინტერპრესნიუსი"