ქეთა თოფურიამ ანდრია ბოჩელისთან ერთად იმღერა - რუსული "ა სტუდიო" იტალიაში კონცერტზე მიიპატიჟეს: ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს შეზღუდვებს უხსნიან? - კვირის პალიტრა

ქეთა თოფურიამ ანდრია ბოჩელისთან ერთად იმღერა - რუსული "ა სტუდიო" იტალიაში კონცერტზე მიიპატიჟეს: ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს შეზღუდვებს უხსნიან?

ივ­ლისს, იტა­ლი­ა­ში, კუნ­ძულ კაპ­რი­ზე მდე­ბა­რე ევ­რო­პის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მდიდ­რულ სას­ტუმ­რო Capri Palace Jumeirah-ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. ზა­ფხუ­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, იტა­ლი­ელ ტე­ნორ ან­დრია ბო­ჩე­ლის­თან ერ­თად, სცე­ნა­ზე რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რი­აც იდგა. ის კონ­ცერ­ტზე "ა სტუ­დი­ოს­თან" ერ­თად გა­მო­ვი­და.

სა­ღა­მოს ახ­ლდა გალა ვახ­შა­მი, რო­მელ­ზე მოხ­ვედ­რაც ერთ ადა­მი­ან­ზე 2000-2500 ევ­რომ­დე ღირ­და. რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, სტუმ­რებს შო­რის იყო ცნო­ბი­ლი თურ­ქი მი­ლი­არ­დე­რი, ფე­რით შა­ჰენ­ქის ცნო­ბი­ლი სა­რეს­ტორ­ნო ქსე­ლის მე­პატ­რო­ნე, რო­მე­ლიც Salt Bae-ის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.

ქეთა თო­ფუ­რია იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან გაფ­რინ­და, სა­დაც ორი კვი­რა მე­უღ­ლეს­თან, დე­დას­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. მომ­ღე­რალ­მა წლე­ბია, რაც წყნეთ­ში აგა­რა­კი აი­შე­ნა, სა­დაც ზა­ფხუ­ლო­ბით ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­დის.

ცნო­ბი­ლია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, რუსი მომ­ღერ­ლე­ბი კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვას მხო­ლოდ ბე­ლა­რუს­სა და დუ­ბა­ი­ში ახერ­ხებ­დნენ, რად­გან პუ­ტი­ნის მხარ­და­ჭე­რის გამო მათ სხვა ქვეყ­ნე­ბის დიდ სცე­ნა­ზე გა­მო­სას­ვლე­ლად აღა­რა­ვინ იწ­ვევს. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ თურ­ქეთ­ში არა­ერთ სას­ტუმ­რო­ში ჩა­ი­შა­ლა ზა­ფხულ­ში და­გეგ­მი­ლი რუსი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები