"ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამუშავება გერმანიასა და ევროპაში თეთრი დროშის აღმართვა იქნება" - გერმანიის ვიცე-კანცლერი - კვირის პალიტრა

"ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამუშავება გერმანიასა და ევროპაში თეთრი დროშის აღმართვა იქნება" - გერმანიის ვიცე-კანცლერი

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ექსპლუატაციაში გაშვება კატეგორიულად შეუძლებელია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა და მინისტრმა ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის საკითხებში რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

მისი თქმით, გაზსადენის ამოქმედება „თეთრი დროშის აღმართვის“ ტოლფასი იქნება.

„არ შეიძლება კიდევ უფრო გავზარდოთ რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ეს იქნება თეთრი დროშის აღმართვა გერმანიასა და ევროპაში. ეს არ უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა გერმანიის ვიცე-კანცლერმა.

მისი თქმით, გერმანიამ ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატიული გზები უნდა მოძებნოს.

IPN