"წასულ ელჩს კარში წიხლს აყოლებენ, აშშ-ს საელჩოს თავს ესხმიან..." - კვირის პალიტრა

"წასულ ელჩს კარში წიხლს აყოლებენ, აშშ-ს საელჩოს თავს ესხმიან..."

იმით, რა­საც დღეს "ოც­ნე­ბა“ აკე­თებს, ვდგე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის წი­ნა­შე, რომ დავ­კარ­გოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს, მათ შო­რის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის მხრი­დან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის ელ­ჩე­ბის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს. რო­გორც ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­თი ქმე­დე­ბე­ბით და გან­ცხა­დე­ბე­ბით მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აშო­რე­ბენ და­სავ­ლეთს და აახ­ლო­ე­ბენ რუ­სეთს.

"რო­დე­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვინც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და კურ­სის აშ­კა­რა ცვლი­ლე­ბა მათ­თვის არ გახ­და წი­თე­ლი ხაზი, და­ა­ფიქ­სი­რონ მკა­ფიო პო­ზი­ცია, ამ დროს კი, სა­დღაც ჩირ­გვებ­ში არი­ან და­მა­ლუ­ლე­ბი და ილუ­ზი­ებ­ში არი­ან, თით­ქოს ქვე­ყა­ნა ისევ და­სავ­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზით მი­დის. ამი­ტომ, ხვალ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ გა­მოვ­ლენ და იტყვი­ან, იცით რა, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლა მინ­დო­და, მაგ­რამ კო­ბა­ხი­ძემ არ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა და "ოც­ნე­ბა“ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბე­ბით მოქ­მე­დებ­და, ხვალ ამის თქმა იქ­ნე­ბა გვი­ა­ნი, იმი­ტომ, რომ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა არ დად­გეს. რა თქმა უნდა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებ პრე­ზი­დენ­ტის მო­საზ­რე­ბას იმ ნა­წილ­ში, რო­დე­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ეს ხალ­ხი დღე­საც არ აკე­თებს არა­ფერს იმის­თვის, რომ ჩვენ 12 პუნ­ქტი რე­ა­ლუ­რად შე­ვას­რუ­ლოთ. დიახ, ისი­ნი ახლა უნდა ის­ხდნენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ანუ წა­სულ ელჩს კა­რებ­ში წიხლს კი არ უნდა აყო­ლებ­დნენ, რი­თაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ზღვა­რია გა­დაკ­ვე­თი­ლი, თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას, ქარ­თუ­ლიც აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის შე­სა­ხებ რა­ღაც ხომ სმე­ნია კო­ბა­ხი­ძეს, ყვე­ლა­ნა­ი­რი ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც ასეთ პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას ვუ­ყუ­რებთ და შემ­დეგ იქ კი­თხვა ის­მის, რა­ტომ მოხ­და ის, რომ ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი არ მი­ა­ნი­ჭეს, ამა­ზე პა­სუ­ხი არის ერ­თა­დერ­თი - უნდა გა­ი­ხე­დონ უკან და გა­და­ხე­დონ მათ ქმე­დე­ბებს, რო­გორ ეს­ხმოდ­ნენ თავს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, რო­გორ გა­უხ­სნეს ღია ცე­ცხლი ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს, რო­გორ და­ესხნენ თავს აშშ-ს სა­ელ­ჩოს. რა­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ, ღია რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა მათი ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

წყარო