21 ათასად შეძენილი მაჯის საათი, ანგარიში ამერიკის ბანკში და შპს-ს მფლობელობა - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და მისი იურისტი მეუღლე? - კვირის პალიტრა

21 ათასად შეძენილი მაჯის საათი, ანგარიში ამერიკის ბანკში და შპს-ს მფლობელობა - რა ქონებას ფლობენ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და მისი იურისტი მეუღლე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი პარ­ლა­მენ­ტში პო­ლი­ცი­ი­დან მო­ვი­და. ჯერ შს სა­მი­ნის­ტროს საქ­მე­თა მმარ­თვე­ლო­ბის სა­ფელ­დე­გე­რო სამ­მარ­თვე­ლოს მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი, შემ­დეგ ყაზ­ბე­გის რა­ი­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პო­ლი­ცი­ის ხა­ზით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც მო­უხ­და დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ბარ­გე­ბა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გამ­გზავ­რე­ბაც. 2020 წლი­დან კი პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა და ამ­ჟა­მად მმარ­თველ გუნდს წარ­მო­ად­გენს.

მთი­ან ყაზ­ბეგ­ში, სო­ფელ არ­შა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში მი­ი­ღო და ისევ უკან დაბ­რუნ­და. ამ­ბობს, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად რთუ­ლი რე­გი­ო­ნია, არა­კე­თილ­მო­სურ­ნე მე­ზობ­ლე­ბი გვე­სა­ზღვრე­ბი­ან და დიდ­ხანს არ მინ­დო­და ამ კუ­თხის და­ტო­ვე­ბაო.

aluda-1658565849.jpg

ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს - 5 წლის გო­გო­ნა და 3 წლის ვაჟი. დე­პუ­ტა­ტის ორი­ვე შვი­ლი ამე­რი­კა­ში, ნიუ-იორკში და­ი­ბა­და. რო­გორც ჟურ­ნალ "გზის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ალუ­და ჰყვე­ბა, მე­უღ­ლე სა­ლო­მე კა­ცა­ძე სა­სა­მარ­თლო­ში გა­იც­ნო.

aluda3-1658565849.jpg

"მა­შინ უკვე ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი, ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ­დი და სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნის დროს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, შე­მიყ­ვარ­და და დავ­ქორ­წინ­დით კი­დეც. პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. ჩემ­სა­ვით, ისიც სულ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­შია, ახლა იუ­რი­დი­ულს ამ­თავ­რებს, თან ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის იუ­რის­ტია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თა­ნაც - იმე­რე­ლი: დიპ­ლო­მა­ტი­ის ცოდ­ნა და გე­ნე­ტი­კა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სამ მო­ხე­ვეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ბა­ლან­სოს. კარ­გად გა­მოს­დის, გვიძ­ლებს" - ამ­ბობს ალუ­და.

რო­გო­რია წყვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა?

ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2022 წელს შე­ავ­სო. რო­გორც ირ­კვე­ვა დე­პუ­ტა­ტი ფლობს 2 ბი­ნას თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, მათ­გან ერთი ჩუ­ქე­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე ბი­ნა­ში 47 580 გა­და­ი­ხა­და. ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია მი­წის ნაკ­ვე­თი სო­ფელ წე­რო­ვან­ში, რო­მე­ლიც 37 000 დო­ლა­რად იყი­და და მი­წის ნაკ­ვე­თი ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში.

aluda2-1658565849.jpg

ღუ­დუ­შა­უ­რის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის კო­ლექ­ცია. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2 სა­ა­თი ნა­ჩუ­ქა­რია, ხოლო ორი - შე­ძე­ნი­ლი აქვს, ერთი 21 000 დო­ლა­რად, მე­ო­რე კი - 12 000 დო­ლა­რად. (გააგრძელეთ კითხვა)