რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - კვირის პალიტრა

რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა ოდესის პორტზე მასიური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაშავებულები. გონჩარენკოს თქმით, ოდესის ცაზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს.