"ჩამიბარებია ჩემი ქალიშვილი შენთვის" - ატირებული ირაკლი მაქაცარია და ულამაზესი ლიზა ჩიჩუა: კადრები ცნობილი წყვილის ქორწილიდან
ცნობილმა ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ იქორწინეს. კადრები ქორწილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება. ნოე სულაბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სასიძომ ულამაზესი პატარძლის დანახვისას ცრემლები ვერ შეიკავა.
"ცხოვრებაში ხშირად ვისმენთ და ვამბობთ თბილ და ლამაზ სიტყვებს, თუმცა მე პირადად იშვიათად მიგვრძვნია, როდესაც ადამიანი ასე იმსახურებს იყოს ბედნიერი და ასე შეეძლოს უყვარდეს ვულოცავ ჩემს მეგობარს ირაკლი მაქაცარიას და ჩვენს ულამაზეს ლიზა ჩიჩუას გაბედნიერებას, ნამდვილად საუკეთესო არჩევანია! იბედნიერეთ", - წერს ნოე სულაბერიძე.
ირაკლი მაქაცარიასთან ლიზა ჩაჩუა მამამ მიაცილა. "ჩამიბარებია ჩემი ქალიშვილი შენთვის" - მიმართა გიორგი ჩიჩუამ სიძეს. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა.
ნახეთ ფოტოები და ვიდეოკადრები: