"რუსეთი რაკეტებს იყენებს, რათა მთელ მსოფლიოში ერები აშიმშილოს, ისევე როგორც ადრე მან მოაწყო "გოლოდომორი" უკრაინაში" - კვირის პალიტრა

"რუსეთი რაკეტებს იყენებს, რათა მთელ მსოფლიოში ერები აშიმშილოს, ისევე როგორც ადრე მან მოაწყო "გოლოდომორი" უკრაინაში"

რუსეთი რაკეტებს იყენებს, რათა მთელ მსოფლიოში ერები აშიმშილოს, ისევე როგორც ადრე მან მოაწყო „გოლოდომორი“ უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ოდესის პორტზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შეფასებისას განაცხადა. „მხოლოდ გუშინ იქნა მიღწეული შეთანხმება ჩვენს პორტებზე ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განსახორციელებლად. დღეს რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა დაარტყეს ოდესის პორტს.

90 წლის წინ რუსეთმა მოაწყო „გოლოდომორი“ იარაღის დახმარებით. ახლა ისინი იყენებენ რაკეტებს, რომ სხვა ერები აშიმშილონ“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის, გუშინ სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმებას ხელი ერთი მხრივ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორე მხრივ კი რუსეთმა თურქეთმა და გაერომ მოაწერეს. დღეს კი ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

IPN