"იმისთვის აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ის ეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ" - საპროტესტო ტალღა ოკუპირებულ აფხაზეთში - კვირის პალიტრა

"იმისთვის აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ის ეკეთებინათ, რაც მოესურვებოდათ" - საპროტესტო ტალღა ოკუპირებულ აფხაზეთში

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში "ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის" გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მწვა­ვე ფა­ზა­ში გა­და­დის. 186 ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი აგა­რა­კის რუ­სე­თის­თვის 49-წლი­ა­ნი იჯა­რით გა­და­ცე­მის სა­კი­თხი აფხა­ზე­თის "პარ­ლა­მენ­ტმა" უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უნდა გა­ნი­ხი­ლოს და რაც უფრო ახ­ლოვ­დე­ბა ეს თა­რი­ღი, რე­გი­ონ­ში "ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ტუ­ლობს."

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და, ისი­ნი ტე­რი­ტო­რი­ის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. "რუ­სე­თის ზრახ­ვე­ბი არც ისე კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ყო­ფი­ლა", - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

24072022-1138-1658648292.00_REC.png

აფხა­ზურ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ას­ლან ბჟა­ნი­ამ რუ­სეთს მხო­ლოდ ბიჭ­ვი­ნის აგა­რა­კი კი არა, აგუ­ძე­რის დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კიც და­უთ­მო, იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რას არის. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­თან­ხმე­ბას ხელი სა­ი­დუმ­ლოდ იან­ვარ­ში მო­ე­წე­რა. ასე­ვე სა­უ­ბა­რია, რომ ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სეთს ჩა­ა­ბა­რა აფხა­ზე­თის ენერ­გო­სის­ტე­მაც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ბჟა­ნი­ამ კი­დევ არა­ერ­თი ობი­ექ­ტი გა­დას­ცა რუ­სეთს, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ იმე­დით, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც პენ­სი­ებ­სა და ხელ­ფა­სებს რუ­სე­თის ბი­უ­ჯე­ტი­დან იღებ­და, ამ ფაქტს გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ აფხა­ზე­თის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბი" რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხუ­რებს გა­და­ე­ცე­მო­და, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა ამის პა­სუ­ხად, აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის იმ წევ­რებ­მა, რომ­ლებ­მაც აგა­რა­კის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მას უჭე­რენ მხარს, ამ­ბო­ბენ, რომ "ეს სა­კი­თხი 1995 წელს, აფხა­ზე­თის პირ­ველ­მა "პრე­ზი­დენ­ტმა", ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბამ გა­და­წყვი­ტა, რად­გან ეს­მო­და, რომ აფხა­ზე­თი ასეთ ობი­ექ­ტებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ მო­უვ­ლი­და."

მა­შინ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო არ იყო. 2010 წელს რუს­მა ოლი­გარ­ქებ­მა მათ მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მოთ­ქვეს, მაგ­რამ თემა მი­ჩუმ­და, ახლა, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, და­სავ­ლე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, რუს­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა აფხა­ზეთ­ში "აგ­რე­სი­უ­ლი ბიზ­ნე­სი" წა­მო­ი­წყეს.

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ "რუს­მა ოლი­გარ­ქებ­მა აფხა­ზეთ­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მო­სინ­ჯეს ნი­ა­და­გი, ბიჭ­ვინ­თის აგა­რაკ­სა და აგი­ძე­რას დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკსაც და­ად­გეს თვა­ლი, ან ად­რეც ჰქონ­დათ გეგ­მა­ში, მაგ­რამ სა­სურ­ველ დროს ელო­დე­ბოდ­ნენ. ახლა კი, ეს სა­სურ­ვე­ლი დრო, ცოტა სხვაგ­ვა­რად დად­გა - სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, მათ სა­თა­და­რი­გო გეგ­მა აა­მუ­შა­ვეს და "უკა­ნა ეზოდ მიჩ­ნე­ულ აფხა­ზეთ­ში მას­შტა­ბუ­რი შეს­ყიდ­ვე­ბი და­ი­წყეს." გააგრძელეთ კითხვა