"წლებია, რუსეთში ვმოღვაწეობ, მრავალი კონცერტი ჩავატარე... ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით"
მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში, Fantomas Rooftop-ში კონცერტს გამართავს. გოგიტიძეს ოკუპანტ ქვეყანაში კიდევ ერთი კონცერტი აქვს დაგეგმილი, რომელიც სოჭში, 29 ივლისს გაიმართება.
აღნიშნულის გამო საზოგადოება მას მწვავედ აკრიტიკებს. მეგი თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ის უკვე წლებია, რაც რუსეთში "მოღვაწეობს."
"ვინც არ იცის, იმათთვის, უკვე წლებია რუსეთში ვმოღვაწეობ. მრავალი კონცერტი ჩავატარე ამ წლების მანძილზე დიდ საკონცერტო დარბაზებში და კლუბებში. ის ტყუილია, რასაც ავრცელებენ, რომ თურმე ახლა მიმიწვიეს და დიდ ჰონორარებს შემპირდნენ. და კიდევ ბევრმა ბევრი ტყუილი თქვა.
იყოს ისე, როგორც თქვენ გინდათ. მე კი ვიქნები ისე, როგორც მე მინდა. ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით (იმას, ვისაც ეკუთვნის) მე ჩემს გვერდზე თემას ვხურავ", - წერს მეგი გოგიტიძე.
მას ამ თემაზე მეგის "ინსტაგრამზე" მანამდე კიდევ ერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული:"ხალხნო გეყოთ ამ "დაჭკნის" წერა. რ დავჭკნები შანსი არაა..ვიდეოებს აზიარებთ თურმე ჩემი კონცერტებიდან და წერთ თუ რა უნიჭო ვარ. თქვენ ოღონდ დაწყნარდით და რაც გინდათ ის დაწერეთ. ის გააზიარეთ. ეს ბოტები კიდევ ვერ მოვიშორე.." ჩადებული ფულიც რო არ უმთავრდებათ?! ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.
უკვე ისე ვარ, დილით რო ვიღვიძებ, სანამ შემოვალ გოგონების დიდი ჯგუფი მხვდება (საქმიანები და შეშფოთებულნი) მაგრად მინდა ყავა დაგალევინოთ, მაგრამ ნუ ვირტუალურად ვერ ხერხდება", - აღნიშნავს გოგიტიძე.