"წლებია, რუსეთში ვმოღვაწეობ, მრავალი კონცერტი ჩავატარე... ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით" - კვირის პალიტრა

"წლებია, რუსეთში ვმოღვაწეობ, მრავალი კონცერტი ჩავატარე... ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით"

მომ­ღე­რა­ლი მეგი გო­გი­ტი­ძე 6 აგ­ვის­ტოს მოს­კოვ­ში, Fantomas Rooftop-ში კონ­ცერტს გა­მარ­თავს. გო­გი­ტი­ძეს ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ ერთი კონ­ცერ­ტი აქვს და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც სოჭ­ში, 29 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს. მეგი თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ამ­ბობს, რომ ის უკვე წლე­ბია, რაც რუ­სეთ­ში "მოღ­ვა­წე­ობს."

"ვინც არ იცის, იმათ­თვის, უკვე წლე­ბია რუ­სეთ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ. მრა­ვა­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რე ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში და კლუ­ბებ­ში. ის ტყუ­ი­ლია, რა­საც ავ­რცე­ლე­ბენ, რომ თურ­მე ახლა მი­მიწ­ვი­ეს და დიდ ჰო­ნო­რა­რებს შემ­პირ­დნენ. და კი­დევ ბევ­რმა ბევ­რი ტყუ­ი­ლი თქვა.

იყოს ისე, რო­გორც თქვენ გინ­დათ. მე კი ვიქ­ნე­ბი ისე, რო­გორც მე მინ­და. ჯობ­და ვამ­პი­რებს არ დამ­სგავ­სე­ბუ­ლი­ყა­ვით (იმას, ვი­საც ეკუთ­ვნის) მე ჩემს გვერ­დზე თე­მას ვხუ­რავ", - წერს მეგი გო­გი­ტი­ძე.

მას ამ თე­მა­ზე მე­გის "ინ­სტაგ­რამ­ზე" მა­ნამ­დე კი­დევ ერთი პოს­ტი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი:"ხალხნო გე­ყოთ ამ "და­ჭკნის" წერა. რ დავ­ჭკნე­ბი შან­სი არაა..ვი­დე­ო­ებს აზი­ა­რებთ თურ­მე ჩემი კონ­ცერ­ტე­ბი­დან და წერთ თუ რა უნი­ჭო ვარ. თქვენ ოღონდ და­წყნარ­დით და რაც გინ­დათ ის და­წე­რეთ. ის გა­ა­ზი­ა­რეთ. ეს ბო­ტე­ბი კი­დევ ვერ მო­ვი­შო­რე.." ჩა­დე­ბუ­ლი ფუ­ლიც რო არ უმ­თავ­რდე­ბათ?! ყვე­ლას არ ეხე­ბა რა თქმა უნდა.

უკვე ისე ვარ, დი­ლით რო ვიღ­ვი­ძებ, სა­ნამ შე­მო­ვალ გო­გო­ნე­ბის დიდი ჯგუ­ფი მხვდე­ბა (საქ­მი­ა­ნე­ბი და შეშ­ფო­თე­ბულ­ნი) მაგ­რად მინ­და ყავა და­გა­ლე­ვი­ნოთ, მაგ­რამ ნუ ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ვერ ხერ­ხდე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს გო­გი­ტი­ძე.

წყარო