ბორჯომში გადაბრუნდა მიკროავტობუსი, რომელშიც 14-მდე მგზავრი იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

ბორჯომში გადაბრუნდა მიკროავტობუსი, რომელშიც 14-მდე მგზავრი იმყოფებოდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, ახალციხე-თბილისის ე.წ. სამარშრუტო ტაქსიში 14-მდე ადამიანი იმყოფებოდა, არსებული ცნობით, არიან დაშავებულებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

IPN