საქართველოში გერმანიის ელჩის პოსტზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. ამის შესახებ პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია თბილისში გადავდივართ, სადაც მექნება პატივი, ვიმსახურო გერმანიის ელჩად საქართველოში“, - წერს ფიშერი.
ცნობისთვის, 2018 წლიდან დიპლომატი ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო.
რაც შეეხება ჰუბერტ ქნირშს, ის საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს.
IPN