"ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ის აგენტის შვილია" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ის აგენტის შვილია"

უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მია საქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას კვლავ აკ­რი­ტი­კებს. "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლისტ მაია ლო­მი­ძის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შე­სა­ხებ ილა­პა­რა­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც კო­ბა­ხი­ძემ არა­ხა­მი­ა­ზე ახ­სე­ნა.

"როც შვე­ი­ცა­რი­აც კი არ დარ­ჩა ნე­იტ­რა­ლუ­რი და სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა, ისიც კი ვერ თქვით, ეს რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ა­აო. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სა­ერ­თო არ ვი­ცო­დი, ჩემ­ზე რომ და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, მერე დავ­გუ­გ­ლე. КГБ-ის აგენ­ტის შვი­ლია. აგენ­ტის, რო­მე­ლიც არ მა­ლავს, რომ "და­ვერ­ბო­კე­ბუ­ლი" იყო. და ამ ადა­მი­ა­ნის შვი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა. რაზე ვლა­პა­რა­კობთ სა­ერ­თოდ, ეს პირ­და­პირ რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა" - გა­ნა­ცხა­და და­ვით არა­ხა­მი­ამ.

ambebi.ge