"უკრაინულ ტერიტორიებზე უარის თქმა არ უნდა იყოს მოლაპარაკებების ერთ-ერთი პირობა" - რას აცხადებს ჰენრი კისინჯერი - კვირის პალიტრა

"უკრაინულ ტერიტორიებზე უარის თქმა არ უნდა იყოს მოლაპარაკებების ერთ-ერთი პირობა" - რას აცხადებს ჰენრი კისინჯერი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი მიიჩნევს, რომ ოფიციალურ მოსკოვთან ნებისმიერ შესაძლო მოლაპარაკებებზე უკრაინამ არ უნდა დათმოს რუსეთის შეჭრის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ კისინჯერმა გერმანულ არხ ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც არ უნდა იყოს, მოლაპარაკებები ცალსახად უნდა დაეფუძნოს მსხვერპლის პრევენციის საჭიროებას. მოლაპარაკებების წინ დასავლეთმა, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს ის, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. უკრაინულ ტერიტორიებზე უარის თქმა არ უნდა იყოს ერთ-ერთი პირობა, რომელიც შეიძლება მივიღოთ“,- განაცხადა კისინჯერმა.

მისი თქმით, დასავლელმა ლიდერებმა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების საკითხში სრული კოორდინაცია უნდა იქონიონ აგრესიის მსხვერპლთან.

„უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას უკრაინულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომლებიც იყო უკრაინული, ომის დაწყების მომენტისთვის. მაშინ რაზე უნდა მოვილაპარაკოთ აქ? მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთმა გაათავისუფლოს ეს ტერიტორიები, რომელიც მან დაიპყრო ომის დაწყების დღიდან“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

IPN