"რუსული სარდლობა დილემის წინაშე აღმოჩნდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული დაზვერვა - კვირის პალიტრა

"რუსული სარდლობა დილემის წინაშე აღმოჩნდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული დაზვერვა

დონბასისა და ხერსონის მიმართულებაზე ბრძოლა ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსული სარდლობა დილემის წინაშე აღმოჩნდა, ან გააძლიერებს თავდასხმას აღმოსავლეთით, ან გააძლიერებს თავდაცვას დასავლეთით.

მიმდინარე წლის 18 ივლისს დაზვერვამ რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოფელ ბერვინოკში უკრაინიდან 10 კილომეტრში აღმოაჩინა სამხედრო ტექნიკის სარემონტო საწარმო. იქ 300 დაზიანებული მანქანა აღმოჩნდა, მათ შორის ტანკები, ჯავშანმანქანები და სატვირთო მანქანები.

„კარგად დოკუმენტირებული საკადრო პრობლემების პარალელურად, რუსეთი, დიდი ალბათობით, განიცდის ათასობით დაზიანებული მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებს“, - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.

IPN