"ფოტოგრაფი, რომელიც პოსტის ავტორია, საერთოდ არ იმყოფებოდა ირაკლის და ლიზას ქორწილში" - რას წერს მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილის ორგანიზატორი? - კვირის პალიტრა

"ფოტოგრაფი, რომელიც პოსტის ავტორია, საერთოდ არ იმყოფებოდა ირაკლის და ლიზას ქორწილში" - რას წერს მაქაცარია-ჩიჩუას ქორწილის ორგანიზატორი?

ჩი­ჩუა-მა­ქა­ცა­რი­ას ქორ­წი­ლის გარ­შე­მო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აჟი­ო­ტა­ჟი არ წყდე­ბა. მას შემ­დეგ, რაც მე­დი­ა­ში პა­ტარ­ძლი­სა და ნე­ფის ჩაც­მუ­ლო­ბი­სა თუ ცეკ­ვის ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ირ­ჩა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა ფო­ტოგ­რა­ფი, და­ვით ჭა­ლი­ძე, რო­მელ­მაც და­წე­რა, რომ ქორ­წილ­ში, რო­მელ­ზეც მთე­ლი თბი­ლი­სი ლა­პა­რა­კობ­და, ფო­ტოგ­რა­ფებ­სა და ოპე­რა­ტო­რებს არ გა­უ­მას­პინ­ძლდნენ. მარ­თა­ლია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი წა­შა­ლა, მაგ­რამ მე­ო­რე დღეა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი, "მში­ერ ფო­ტოგ­რა­ფებს ეძღვნე­ბა...“

ლიზა ჩი­ჩუ­ა­სა და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ას ქორ­წი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი რუს­კა გვა­რა­მა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი, ვინც და­წე­რა რომ ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და ოპე­რა­ტო­რე­ბი ქორ­წილ­ში მში­ე­რი და­ტო­ვეს, იმ დღეს იქ სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა.

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო და ნაც­ნო­ბე­ბო, აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო, ამ სა­ო­ცარ აგო­რე­ბულ ამ­ბავს. მო­დით, სა­ნამ ჩვენს ორ­გა­ნი­ზე­ბას და გა­კი­ცხვას და­ი­წყებთ, ჯერ გა­ი­გეთ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა რო­გორ იყო, ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც პოს­ტის ავ­ტო­რია, სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და ირაკ­ლის და ლი­ზას ქორ­წილ­ში.

პოს­ტის და­წე­რი­დან, 1 სა­ათ­ში, ანუ რო­გორც კი პროგ­რა­მამ მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას, მშვე­ნივ­რად მი­ვუს­ხე­დით მა­გი­დას, საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი მე­ნი­უ­თი და არც ფო­ტოგ­რა­ფი, არც ვი­დე­ოგ­რა­ფი, არც ხმის და გა­ნა­თე­ბის რე­ჟი­სო­რი, არც კრა­ნის ხალ­ხი მში­ე­რი არ დარ­ჩე­ნი­ლა, ასე­ვე და­ა­ყო­ლეს უგემ­რი­ე­ლე­სი ტორ­ტი და ყა­ვაც.

ჩვენს კომ­პა­ნი­ას­თან ვი­საც უმუ­შა­ვია, კარ­გად იცის ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი მიდ­გო­მა და ასე­თი შეც­დო­მე­ბი ჩვენ რომ არ მოგ­ვდის. კი­დევ კარ­გი არა­ერთ ადა­მი­ანს გაქვთ ნა­ნა­ხი. ნამ­დვი­ლად იზ­რუ­ნა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა სტა­ფის კვე­ბა­ზე მე­გობ­რე­ბო და შე­არ­გეთ ეხლა ამ ხალ­ხს ბედ­ნი­ე­რე­ბა! ორი დღეა ვკი­თხუ­ლობ კარგ კო­მენ­ტა­რებ­ზე მეტ უარ­ყო­ფითს, ლიზა წა­იქ­ცა და აი­ტა­ცეთ, ვი­ღა­ცამ რა­ღაც და­წე­რა, რაც სი­მარ­თლე, არაა და აი­ტა­ცეთ, კარ­გი ვე­რა­ფე­რი და­ი­ნა­ხეთ ამ ქორ­წილ­ში?" - წერს რუს­კა გვა­რა­მა­ძე. განაგრძეთ კითხვა