ერევნის მერმა გადაწყვიტა დედაქალაქის მოსახლეობა დილის 7 საათზე, მუსიკით გააღვიძოს - რა გამოხმაურება მოჰყვა ჰრაჩია სარქისიანის გადაწყვეტილებას? - კვირის პალიტრა

ერევნის მერმა გადაწყვიტა დედაქალაქის მოსახლეობა დილის 7 საათზე, მუსიკით გააღვიძოს - რა გამოხმაურება მოჰყვა ჰრაჩია სარქისიანის გადაწყვეტილებას?

ერევ­ნის მერი ჰრა­ჩია სარ­ქი­სი­ა­ნი ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ით გა­მო­დის. ახალ­გაზ­რდა მო­ხე­ლემ გა­და­წყვი­ტა, რომ სა­მუ­შა­ოს დღის ადრე და­სა­წყე­ბად ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა დი­ლის 7 სა­ათ­ზე, მუ­სი­კით გა­აღ­ვი­ძოს.

"ამი­ე­რი­დან მუ­სი­კას, რო­მე­ლიც ჩვენ ერევ­ნის მე­რი­ის სა­ა­თი­დან გვეს­მის, ერ­თდრო­უ­ლად დე­და­ქა­ლა­ქის 12-ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რა­ი­ონ­ში დი­ლის 7 სა­ათ­ზე გა­ი­გო­ნე­ბენ. ჩვენ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს ასე­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თვა­ლი ადევ­ნონ დროს და ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას ახალ LED-ეკ­რან­ზე, რო­მე­ლიც სპენ­დი­ა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის სა­ხუ­რავ­ზე და­იდ­გმე­ბა", - ეს პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად მერ­მა და­წე­რა.

ჰრა­ჩია სარ­ქი­სი­ა­ნი სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ახალ­გაზ­რდა მე­რია, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც აირ­ჩი­ეს. სარ­ქი­სი­ა­ნი მმარ­თვე­ლი პარ­ტია "სა­მო­ქა­ლა­ქო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" წევ­რია. არ­ჩევ­ნე­ბით მან თა­ვი­სი­ვე პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰაიკ მა­რუ­თი­ა­ნი შეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნეს.

რო­გორ მე­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში ჩანს, მო­სახ­ლე­ო­ბა იდე­ას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ შეხ­ვედ­რია. ჰრა­ჩი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აკ­რი­ტი­კე­ბენ და წე­რენ, რომ არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, მათ მი­უ­თი­თოს თუ რო­მელ სა­ათ­ზე გა­იღ­ვი­ძონ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კი წერს, უხა­რი­ათ, რომ ერე­ვან­ში არ ცხოვ­რო­ბენ... ზო­გიც ძვე­ლი მე­რის დაბ­რუ­ნე­ბას და მშვიდ ძილს ითხოვს...

ჰრა­ჩია სარ­ქი­სი­ა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა ქა­ლა­ქე­ბის მე­რებს არ გა­უ­ზი­ა­რე­ბი­ათ. სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორ შეხ­ვდე­ბა თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ახ­ლეს, იგი­ვე ინი­ა­ცი­ტი­ვით კახა კა­ლა­ძე რომ გა­მო­ვი­დეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ხში­რად წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ თბი­ლის­ში ხალ­ხი გვი­ან იღ­ვი­ძებს, რაც მათ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა...

ვიდეო იხილეთ - ambebi.ge