ჯენიფერ ლოპესმა 53-ე დაბადების დღე, ბენ აფლეკთან ერთად, პარიზში აღნიშნა - ლუვრის ეზოსთან რომანტიკული სეირნობა და ვახშამი - კვირის პალიტრა

ჯენიფერ ლოპესმა 53-ე დაბადების დღე, ბენ აფლეკთან ერთად, პარიზში აღნიშნა - ლუვრის ეზოსთან რომანტიკული სეირნობა და ვახშამი

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი 24 ივ­ლისს 53 წლის გახ­და, მომ­ღე­რალ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე მე­უღ­ლეს­თან, ბენ აფ­ლეკ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. პა­პა­რა­ცებ­მა წყვი­ლი პა­რიზ­ში, ლუვ­რის ეზოს­თან რო­მან­ტი­კუ­ლი სე­ირ­ნო­ბი­სას და­ა­ფიქ­სი­რეს. ჯე­ი­ლო წი­თე­ლი კა­ბი­თა და ჩან­თით ქუ­ჩა­ში ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბას იპყრობ­და. ბენ აფ­ლე­კი კი ლურჯ პე­რანგსა და მუქ შარ­ვალ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. თვითმხილ­ვე­ლებ­მა Page Six-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ წყვი­ლი, ჯე­ნი­ფე­რის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, LouLou Paris-ს ეწ­ვია, ჯე­ნი­ფერ­მა და ბენ­მა აქ ისა­დი­ლეს და Dior-ის ახა­ლი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცეც და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო იტყო­ბი­ნე­ბა, ჯე­ნი­ფე­რი წინა დღე­საც რო­მან­ტი­კულ ვახ­შამ­ზე იყო. მათ რეს­ტო­რან Plénitude-ში, სა­ხუ­რავ­ზე ივახ­შმეს და პა­ე­მა­ნი ნა­ყი­ნით და­აგ­ვირ­გვი­ნეს.

ჯე­ი­ლოს და ბე­ნის ქორ­წი­ლი 16 ივ­ლისს შედ­გა პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლო­ში. მომ­ღერ­ლის აღ­წე­რით, მათი სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნია ზუს­ტად ისე­თი იყო, რო­გო­რიც მათ სურ­დათ. სამ­ღვდე­ლო პირ­მა, რო­მელ­მაც წყვი­ლი და­ა­ქორ­წი­ნა, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ისიც გა­ან­დო, თუ რო­გო­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეჰ­ყუ­რებ­და აფ­ლე­კი ცე­რე­მო­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს: "მან ღრმად ჩა­ი­სუნ­თქა და თქვა: "ვა­ა­აჰ".

სიყ­ვა­რუ­ლით მთვრა­ლია ჯე­ი­ლოც: "სიყ­ვა­რუ­ლი კე­თი­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი ლა­მა­ზია. თურ­მე, სიყ­ვა­რუ­ლი მომთმე­ნი­ცაა," - წერს მომ­ღე­რა­ლი ფა­ნე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ წე­რილ­ში. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები