"კაგებეშნიკი" არის მამათქვენი - რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, ქალის სახე დაკარგე" - კვირის პალიტრა

"კაგებეშნიკი" არის მამათქვენი - რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, ქალის სახე დაკარგე"

როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?

აღნიშნულ კითხვაზე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს უთხრა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ..სირცხვილია, სახე დაკარგეთ..ნუ კანკალებ, სახე დაკარგე.

შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა.. ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე.. სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც...სამარცხვინო შენ....“,- მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

IPN