"ვერ გეტყვით შედგა თუ არ ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა, ელჩმა ბუნდოვანი პასუხი გასცა ამ კითხვას - რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას პასუხი არ გაუცია და მე კომენტარს ვერ გავაკეთებ" - კვირის პალიტრა

"ვერ გეტყვით შედგა თუ არ ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა, ელჩმა ბუნდოვანი პასუხი გასცა ამ კითხვას - რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას პასუხი არ გაუცია და მე კომენტარს ვერ გავაკეთებ"

"მე ვერ გეტყვით შედგა თუ არ ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა. ელჩმა რაღაც ბუნდოვანი პასუხი გასცა ამ კითხვას, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას პასუხი არ გაუცია და მე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ თემაზე", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყაველაშვილი-ხუნდაძე-სუბარისგან განსხვავებით, აშშ-ის საელჩოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში აქვთ ურთიერთობა და კელი დეგნანთან საჯარო დისკუსიაში ჩართვას არ აპირებენ.

„ჩვენ ერთადერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ, ასეთი ტიპის საჯარო დისკუსიაში ჩვენგან ჩართვა არის შეუძლებელი, ჩვენ გვაქვს ურთიერთობის ჩვენი ფორმატი და კითხვებს ვსვამთ ხოლმე დახურულ ფორმატში გარდა იმ შემთხვევისა, როცა არის რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა. ამ შემთხვევაშიც ვამჯობინებთ, რა თქმა უნდა, დახურულ სივრცეში გაგრძელდეს დისკუსიები ჩვენსა და აშშ-ის საელჩოს შორის და ნებისმიერი კითხვა დაისვას ჩვენი მხრიდან სწორედ დახურულ ფორმატში. ამ საჯარო დისკუსიაში ღრმად შესვლა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება.

ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათ სწორედ იმ მოტივით დატოვეს გუნდი, რომ სურდათ ასეთი საჯარო დისკუსიის გახსნა, ჩვენ წარმოვადგენთ მმართველ გუნდს და აქედან გამომდინარე ასეთ დისკუსიაში ბუნებრივია ვერ შევალთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

IPN