"ძაან მახარებს ეს ყველაფერი და მავსებს ენერგიით და მონდომებით" - რას წერს ლიზა ჟვანია - კვირის პალიტრა

"ძაან მახარებს ეს ყველაფერი და მავსებს ენერგიით და მონდომებით" - რას წერს ლიზა ჟვანია

"ძაან მახარებს ეს ყველაფერი და მავსებს ენერგიით და მონდომებით" - წერს საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ზურაბ ჟვანიას ქალიშვილი ლიზა ჟვანია. როგორც პოსტშია აღნიშნული, ლიზა ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამას ლონდონის პრესტიჟულ ბიზნესკოლაში დაიწყებს:

"სექტემბრიდან ჩივნინგის დაფინანსებით LSE-ში, ლონდონში სამაგისტრო პროგრამას დავიწყებ!ძაან მახარებს ეს ყველაფერი და მავსებს ენერგიით და მონდომებით.რთული დროა წასასვლელად, მაგრამ პირობას ვდებ იქიდან მალე დააფდეითებული ვერსია დაგიბრუნდებით, მეტი ძალებით და უნარებით" - წერს ლიზა ჟვანია.

25072022-2233-1658774153.20_REC.png

ცნობისთვის, ჩივნინგის პროგრამა 1983 წელს დაარსდა. ის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ.