"როგორც ჩანს, ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა... პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა" - ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის შესახებ - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა... პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა" - ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის შესახებ

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ტა­ლი ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ამ­ბობს, რომ კო­ბა­ხი­ძე მის­მა კრი­ტი­კულ­მა კი­თხვებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

"ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რო­გორც ჩანს, ჩემ­მა კრი­ტი­კულ­მა კი­თხვებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მე მინ­დო­და, რომ უბ­რა­ლოდ მას შე­ე­ფა­სე­ბი­ნა, და­ვით არა­ხა­მი­ას გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც მან თქვა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე კგბ-ს აგენ­ტის შვი­ლია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას არ უკ­ვირ­და კო­ბა­ხი­ძის კავ­ში­რე­ბი რუ­სეთ­თან.

ამ კი­თხვის შემ­დეგ, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი" ჩემი მი­სა­მარ­თით პირ­და­პირ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გად­მო­ვი­და.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი თავს ეს­მი­ან კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მა­შინ, რო­დე­საც მათ არ მოს­წონთ ჩვე­ნი კი­თხვე­ბი", - ამ­ბობს ნა­ტა­ლი ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ჟურ­ნა­ლის­ტმა უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რის და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვა კი­თხვა. ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მი­მარ­თა, რომ და­ვით არა­ხა­მი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისიც ახ­სე­ნა და ჰკი­თხა "კა­გე­ბეს აგენ­ტის შვი­ლი არ ხართ, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი?“ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი ჟურ­ნა­ლისტს უპა­სუ­ხა:"კა­გე­ბეშ­ნი­კი არის მა­მათ­ქვე­ნი, ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ... სირ­ცხვი­ლია, სახე და­კარ­გეთ... ნუ კან­კა­ლებ, სახე და­კარ­გე.შენც ხარ და­ვით არა­ხა­მია, რო­გორც არა­ხა­მია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე და­კარ­გე, თავი და­კარ­გე, პო­ლი­ტი­კა ამად გი­ღირს? სირ­ცხვი­ლია.... "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გუ­ლის­თვის სახე და­კარ­გე. ქალი აღარ ხარ რა... ქა­ლის სახე და­კარ­გე... რომ ლა­პა­რა­კობ, პირი მო­იწ­მინ­დე... სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით გაქვს პირი, და­ემ­სგავ­სე ყვე­ლაფ­რით შენს ბე­ლადს. სა­ა­კაშ­ვილს ჰგავ­ხარ პი­რი­თაც... სა­მარ­ცხვი­ნო შენ...გუ­ლი­სამ­რე­ვია“,- მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ "მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლისტს.