რა ქონებას ფლობს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია

ბიზნესომბუდსმენმა ოთარ დანელიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის30 ივნისს შეავსო.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია, 2018 ლეგალიზებული 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში (ღირებულება მითითებული არ არის), ასევე 342 კვ.მ და 43035 მიწის ნაკვეთები, რომელიც 2018 წელს ჯამში, 198 035 ლარად აქვს შეძენილი. გარდა ამისა, ბიზნესომბუდსმენის სახელზეა: 81,41 კვ.მ ბინა თბილსიში, რაშიც 2014 წელს 145,000 ლარი გადაიხადა და მსუბუქი ავტომობილი Audi, რომელიც 2020 წელს 25 000 ლარად შეიძინა.

ოთარ დანელია დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 792,59 ლარს, ხოლო დანაზოგის სახით 75 000 ლარს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოთარ დანელია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს Sky Motors-ის 25%-ანი წლის მფლობელი, ასევე, მის საკუთრებაში იყო კომპანია "ტარგეტი" და „სმარტ ჰაუსი“, რომელიც 2021 წელს გაასხვისა. გააგრძელეთ კითხვა