"მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, დიდი ქაჯობაა. ეს რომ ჩვეულებრივ ამბად იქცა, უფრო დიდი ტრაგედია მგონია, ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა" - კვირის პალიტრა

"მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, დიდი ქაჯობაა. ეს რომ ჩვეულებრივ ამბად იქცა, უფრო დიდი ტრაგედია მგონია, ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა"

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თამ­ჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლისტს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"მა­მის გამო შვი­ლის­თვის პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნა, სა­ხე­ლე­ბის ძა­ხი­ლი და სხვა (აქ არ შევ­დი­ვარ იმის გარ­ჩე­ვა­ში რა არის მარ­თა­ლი და რა ტყუ­ი­ლი მა­მის შე­სა­ხებ) უკი­დუ­რე­სად დიდი ქა­ჯო­ბა, უკულ­ტუ­რო­ბა და უზარ­მა­ზა­რი მან­კი­ე­რე­ბაა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს რომ ჩვენ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად იქცა და დი­დად არა­ვის აწუ­ხებს, უფრო ფუნ­და­მენ­ტუ­რი და სიღ­რმი­სე­უ­ლი ტრა­გე­დია მგო­ნია, ვიდ­რე მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის უზ­რდე­ლო­ბა. ის, რომ უზ­რდე­ლი და თავ­ხე­დია და თავს ვერ აკონ­ტრო­ლებს, მისი პი­რა­დი პრობ­ლე­მაა, ქვეყ­ნის ტრა­გე­დია არ არის. ქვეყ­ნის ტრა­გე­დია ბი­ძი­ნაა, რო­მე­ლიც მას და ბევ­რს ისე ათა­მა­შებს და სა­ხეს აკარ­გვი­ნებს, რო­გორც იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში დას­ჭირ­დე­ბა სა­კუ­თა­რი სარ­გებ­ლის­თვის და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ერ­თოდ არაფ­რად რომ მი­აჩ­ნია ეს მა­მა­შე­ნი "კა­გე­ბეშ­ნი­კი" იყო გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ძა­ხი­ლი, ბუ­ლინ­გი და და­ნა­მუ­სე­ბა, ამას არ ვიცი რა ეშ­ვე­ლე­ბა. კო­ბა­ხი­ძე ხვალ აღარ იქ­ნე­ბა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე და მისი პარ­ტი­აც აღარ იქ­ნე­ბა და ისიც არა­ვის გა­ახ­სენ­დე­ბა, თქვენ კი ასე­ვე გა­აგ­რძე­ლებთ ამ ამ­ბავს, რო­გორც მი­შას დროს, რო­გორც ბი­ძი­ნას დროს, სწო­რედ მათ ტრენ­დზე იქ­ნე­ბით და არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. მთა­ვა­რი მუ­დამ გვერ­დზე დარ­ჩე­ბა და მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვანს შე­ვა­ლევთ დროს და ენერ­გი­ას", - წერს ხი­და­შე­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ჟურ­ნა­ლის­ტმა უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რის და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვა კი­თხვა. ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მი­მარ­თა, რომ და­ვით არა­ხა­მი­ამ გუ­შინ­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისიც ახ­სე­ნა და ჰკი­თხა "კე-გე-ბეს აგენ­ტის შვი­ლი არ ხართ, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი?“ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი ჟურ­ნა­ლისტს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა.

ambebi.ge