"ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ქრისტიანებმა აბორიგენი ხალხის მიმართ ჩაიდინეს" - პაპმა ფრანცისკემ კანადის აბორიგენ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა - კვირის პალიტრა

"ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ქრისტიანებმა აბორიგენი ხალხის მიმართ ჩაიდინეს" - პაპმა ფრანცისკემ კანადის აბორიგენ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

პაპ­მა ფრან­ცის­კემ კა­ნა­და­ში ვი­ზი­ტი­სას, ბუმ­ბუ­ლი­ა­ნი თავ­სა­ბუ­რა­ვი და­ი­ფა­რა, რათა სკო­ლებ­ში კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მიერ აბო­რი­გენ ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის­თვის ბო­დი­ში მო­ე­ხა­და. პაპ­მა თქვა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხალ­ხე­ბის ქრის­ტი­ა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იძუ­ლე­ბით­მა ასი­მი­ლა­ცი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა მათი კულ­ტუ­რე­ბი და თა­ო­ბე­ბის მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც დღე­საც კი იგ­რძნო­ბა.

"ვწუხ­ვარ," - უთხრა პაპ­მა ალ­ბერ­ტას ერთ-ერთ სკო­ლა­ში შეკ­რე­ბილ მკვიდ­რებს. პაპ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და ქრის­ტი­ა­ნე­ბის მხრი­დან "კო­ლო­ნი­ზა­ტო­რუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის" მხარ­და­ჭე­რის­თვის და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"სირ­ცხვი­ლით და თავ­მდაბ­ლო­ბით ვი­თხოვ პა­ტი­ე­ბას იმ ბო­რო­ტე­ბის­თვის, რაც ქრის­ტი­ა­ნებ­მა აბო­რი­გე­ნი ხალ­ხის მი­მართ ჩა­ი­დი­ნეს", - თქვა რო­მის პაპ­მა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები