"მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ?... ყველას შესაბამისი პასუხი მიეგება" - კვირის პალიტრა

"მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ?... ყველას შესაბამისი პასუხი მიეგება"

"ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა იყოს. იქ­ნე­ბა ეს პა­ტი­ვის­ცე­მა, მერ­წმუ­ნეთ, და­მი­ჯე­რეთ, ჩვენ­გა­ნაც ათას­ჯერ მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა იქ­ნე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლიც", - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტის ინ­ცი­დენტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კახა კა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, შე­იძ­ლე­ბა არ მოგ­წონ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, არ ემ­ხრო­ბო­დე მის პო­ლი­ტი­კურ ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"მე ვგმობ იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რაც არის გარ­კვე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან, ეს ძა­ლი­ან სა­წყე­ნია და ცუ­დია. კი­დევ ერთხელ ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა. შე­იძ­ლე­ბა არ მოგ­წონ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, არ ემ­ხრო­ბო­დე მის პო­ლი­ტი­კურ ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფერ­ზე წინ და­ვა­ყე­ნოთ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა. რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ რეს­პონ­დენტს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს პო­ლი­ტი­კო­სი მოგ­წონს, თუ არა, არ არის მი­სა­ღე­ბი. ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა იყოს. იქ­ნე­ბა ეს პა­ტი­ვის­ცე­მა, მერ­წმუ­ნეთ, და­მი­ჯე­რეთ, ჩვენ­გა­ნაც ათას­ჯერ მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა იქ­ნე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლიც. ყვე­ლამ გა­და­ვა­ბი­ჯოთ ამ სირ­თუ­ლე­ებს. მეს­მის, რომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც არ მოგ­წონ­დეს, მაგ­რამ ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნო. არ შე­იძ­ლე­ბა. დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ, ეს არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი. დღე­ი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რომ უფრო მეტი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა იყოს.

ყვე­ლას შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი მი­ე­გე­ბა. უფრო მეტი პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა იყოს. თუ ფიქ­რობთ, რომ თქვენ შე­უ­რა­ცხყო­ფა გვა­ყე­ნოთ და ჩვენ თავ­დახ­რი­ლე­ბი ვიდ­გეთ, არ არის სწო­რი. არც ის არის სწო­რი, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ნერ­გავთ იმას, რომ თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. რას ნიშ­ნავს თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა? მა­გი­ნო და მე ჩუ­მად ვიყო, გი­ყუ­რო რა ლა­მა­ზად მა­გი­ნებ და რა კარ­გად? არ არის ეს სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გუ­შინ “მთა­ვა­რის“ ჟურ­ნა­ლისტს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით მი­მარ­თა. კო­ბა­ხი­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ, უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბის კონ­ტექ­სტში დას­მულ შემ­დეგ კი­თხვას მოჰ­ყვა: "კა­გე­ბეს აგენ­ტის შვი­ლი არ ხართ, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი?“.

"კა­გე­ბეშ­ნი­კი არის მა­მათ­ქვე­ნი, ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ... სირ­ცხვი­ლია, სახე და­კარ­გეთ... ნუ კან­კა­ლებ, სახე და­კარ­გე. შენც ხარ და­ვით არა­ხა­მია, რო­გორც არა­ხა­მია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე და­კარ­გე, თავი და­კარ­გე, პო­ლი­ტი­კა ამად გი­ღირს? სირ­ცხვი­ლია.... "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გუ­ლის­თვის სახე და­კარ­გე. ქალი აღარ ხარ რა... ქა­ლის სახე და­კარ­გე... რომ ლა­პა­რა­კობ, პირი მო­იწ­მინ­დე... სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით გაქვს პირი, და­ემ­სგავ­სე ყვე­ლაფ­რით შენს ბე­ლადს. სა­ა­კაშ­ვილს ჰგავ­ხარ პი­რი­თაც... სა­მარ­ცხვი­ნო შენ... გუ­ლი­სამ­რე­ვია“, - მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ "მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლისტს.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ამ "მთა­ვარ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე ისა­უბ­რა. არა­ხა­მი­ას თქმით, მან არ იცო­და ვინ იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, თუმ­ცა შემ­დეგ რაც "და­გუ­გ­ლა" , აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კო­ბა­ხი­ძის მამა “კა­გე­ბეშ­ნი­კია”.

ambebi.ge