ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 21 წლის ბიჭი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 21 წლის ბიჭი დაიღუპა

ბათუმში თოდოგაურის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.